суббота, 10 октября 2009 г.

საქართველოს რეგიონები


პროექტის სახელ-„რეგიონები“
პროექტის მოკლე აღწერ:მოსწავლეები ადგენენ მონაცემებს საქართველოს რეგიონების შესახებ და მოპოვებული მონაცემებით აგებენ სვეტოვან დიაგრამას.
პროქტის სრული აღწერა:მოსწავლეები ადგენენ საქართველოს რეგიონების სიას; მოიპოვებენ მონაცემს თითოეული რეგიონის ფართობისა და მოსახლეობის რაოდენობის შესახებ; მოპოვებული მონაცემებით ადგენენ ცხრილს;პასუხობენ კითხვებს: რომელი რეგიონია უდიდესი ფართობის მქონე? რომელი რეგიონია ყველაზე მჭოდროდ დასახლებული? იძიებენ საქართველოს რეგიონების ფოტოებს, და აგებენ სვეტოვან დიაგრამას მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
მონაწილეთა ასაკი/კლასი:10-11; მე-6 კლასი;
ვადები/ხანგრძლივობა:ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:დამხმარე ლიტერატურის მოძიება,ვებ გვერდების გაკეთება,ტექსტების წერა-კითხვა,სურათების გადაღება,ბლოგების გაკეთება.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ვებ-გვერდები,ბლოგები,კედლის გაზეთი.
სარგებელი სხვებისთვის:მათთვის ვინც არ არის ჩაბმული პროექტში,საშუალება ექნება გაეცნოს საქართველოს თითოეულ კუთხეს,მათი კულტურის თავისებურებას.აღმოაჩინოს მათ შორის მსგავსებები და განსხვავებები.
სამუშაო ენა:ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნეულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას ისტორიასა და
გეოგრაფიაში,ქართულ ლიტერატურასა დ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში.
პროექტის ფასილიტატორი:ქეთევან ლომიძე.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:ketevanlomidze@gmail.com